განახლებადი ენერგიის შესახებ ინვესტორთა გზამკვლევი

2018 წლის 4 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო „კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელს განსაზღვრავს, როგორც ხელშეკრულებას საჯარო უწყებას და/ან მუნიციპალიტეტს და კერძო პირს შორის, რომლის საფუძველზეც კერძო პირი იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ, ტექნიკურ და საოპერაციო რისკებს პროექტის შემუშავების, დაფინანსების, აშენების და ექსპლუატაციის პროცესში. პირდაპირი მოლაპარაკების გზით კერძო პარტნიორის შერჩევის შესაძლებლობას კანონი მხოლოდ ენერგეტიკის დარგში უშვებს.